• January

    30

    2025
  • 90
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი, სომხეთმა და საქართველომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა უკეთ იყოს წარმოჩენილი რეგიონის ინტერესები

მაკა ბოჭორიშვილი – არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი, სომხეთმა და საქართველომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა უკეთ იყოს წარმოჩენილი რეგიონის ინტერესები

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა და არსებობს, ალბათ დიდი ხანია, იმსახურებდა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში ჩასმას და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ დღეს ამ ურთიერთობას ჩვენ ვეძახით სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის კუთხით.

„არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები მეტი შინაარსით დავტვირთოთ, მეტად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, სომხეთმა და საქართველომ გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა, რათა უკეთ იყოს წარმოჩენილი ჩვენი რეგიონი, ჩვენი რეგიონის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ვეძიოთ ის მეტი საერთო ინტერესი, რაც, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის არსებობს. ზოგადად, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა არის ძალიან ძლიერი ფუნდამენტურად და ბევრი მიმართულებით. ჩვენ მონდომებული ვართ, მეტად გავამყაროთ ის ურთიერთობები, რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor