
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გუშინდელი აქცია – 31 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
გუშინდელი აქცია თბილისის შემოსასვლელთან სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.
რამდენიმე პირი დაკავებულია, არიან დაშავებულებიც.
ადმინისტრაციული წესით 31 პირია დაკავებული, რომლებიც სხვადასხვა წინასწარი მოთავსების იზოლატორებშია არიან გადაყვანილნი.
გამოძიება მათ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ




