• October

    9

    2023
  • 105
  • 0
გია ვოლსკი : ოჩამჩირეში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს არ დავუჭერთ

გია ვოლსკი : ოჩამჩირეში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს არ დავუჭერთ

ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

„მუდმივად არის, სულ მცირე, პროვოკაციის მცდელობა, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები რაღაცას წარმოადგენენ იმ დიდ პოლიტიკასა და ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამხოლოდ ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები, რასაკვირველია, ადეკვატური არ არის. 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება – დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან და ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იყო შემჩნეული. საქართველოს ოკუპაციის პრობლემა გაცილებით მძიმე და რთულია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor