• February

    4

    2025
  • 177
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი : ,,რუსეთში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო დონეზე არ მუშაობს”

ვლადიმერ ხომერიკი : ,,რუსეთში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო დონეზე არ მუშაობს”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ჩვენი გამორჩეული რესპონდენტის ვლადიმერ ხომერიკის ექსკლუზიურ შეფასებას, რომელიც ბატონმა ვლადიმერმა საზოგადოებას ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის როლის შესახებ” გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში წარუდგინა. აღნიშნული პოზიცია საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესებსაც ეხმიანება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

მოსკოვის ეროვნების სახლში მრგვალი მაგიდა „მედიის როლი სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“ გაიმართა.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის გენერალურმა მდივანმა, რუსეთის ნაციონალური ასოციაციების კონგრესის პრეზიდენტმა, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, პროფესორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ ხომერიკმა მრგვალი მაგიდის – ,,მედიის როლი სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში” გამართულ დისკურსში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ფენომენს დაუთმო, როგორიც დეზინფორმაციაა, რომელსაც ანტირუსული აგენტები მთელს მსოფლიოში აწვდიან აუდიტორიას.

,,დეზინფორმაცია არის ძალიან დახვეწილი, დახელოვნებული ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანები იგებენ მნიშვნელოვან ამოცანებს, აქცევენ საზოგადოებრივ აზრს იმ მიმართულებით, რაც მათ სურთ. სამწუხაროა, რომ რუსეთში ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენება ისე, როგორც უნდა იყოს და ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყნები, სადაც ხელმძღვანელობა გონივრული და ობიექტურია, არ აჩერებენ მათაც კი, ვინც მათ წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა ხომერიკმა.

ვლადიმერ ხომერიკმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალები გააერთიანონ.

ხომერიკმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ბედი რუსეთს უკავშირდება.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ ღონისძიება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ( EAEU ) საზოგადოებრივმა პალატამ თავისუფალ ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირთან ერთად EAEU-ს ევრაზიული ახალგაზრდული მოძრაობის მხარდაჭერით მოაწყო.

წარმომადგენლები: რუსეთის ფედერაცია, აშშ, იტალია, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, ლატვია, მოლდოვა, პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

Хомерики – в России борьба с дезинформацией не работает на необходимом уровне

Почётный председатель ОП ЕАЭС, генеральный секретарь Всемирного Конгресса Народов Грузии, президент Конгресса Национальных объединений России, президент Фонда «Единение русского и грузинского народа», доверенное лицо Президента России, профессор, доктор экономических наук Владимир Хомерики в своём дискурсе в ходе круглого стола «Роль СМИ в борьбе со стратегической дезинформацией» уделил важное внимание такому явлению, как дезинформация, которой снабжают аудиторию по всему миру антироссийские силы.

,,Дезинформация – это очень тонкий, искусный инструмент, с помощью которой люди выигрывают важные задачи, поворачивая общественное мнение в ту сторону, в которую им заблагорассудится. Жаль, что в России этот инструмент не используется в должной мере. И жаль, что те наши страны, где руководство вменяемо и объективно, не пресекают даже тех, кто работает против них”, – отметил Хомерики.

Он призвал журналистов стран постсоветского пространства объединять усилия в борьбе с дезинформацией.

Также Хомерики отметил, что дальнейшая судьба Грузии связана с Россией.

Круглый стол «Роль СМИ в борьбе со стратегической дезинформацией» состоялся в Московском доме национальностей. Организаторами мероприятия выступили Общественная палата стран Евразийского экономического союза (ЕАЭС) совместно с Международным союзом свободных журналистов при поддержке Евразийского молодежного движения ОП ЕАЭС.

В работе КС принимали участие представители:

Российская Федерация, США, Италия, Турция, Грузия, Армения, Киргизия, Латвия, Молдавия, Приднестровская Молдавская Республика.

 

,,GEO NEWS”

 

https://youtu.be/15M26zqdLnM?feature=shared

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor