• February

    4

    2025
  • 117
  • 0
სანდრო ბრეგაძე – ,,საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში აზერბაიჯანია”

სანდრო ბრეგაძე – ,,საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში აზერბაიჯანია”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს ,,ქართული მარშის” ლიდერთან, სანდრო ბრეგაძესთან, რომელიც ჩვენს რეგიონში საქართველოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორის განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბრობს.

ბატონო სანდრო, როგორ მიგაჩნიათ, ვინ არის ჩვენს რეგიონში საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი ?

-საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში აზერბაიჯანია. ისტორიულად სომხეთის როლი დესტრუქციული იყო, რაც მუდმივად პრობლემებს უქმნიდა და უქმნის კავკასიის რეგიონს. მეტიც, სომხეთი ათწლეულების მანძილზე საომარ მდგომარეობაში იყო, არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსთანაც.

რატომ მიგაჩნიათ სომხეთის როლი დესრტრუქციულად, რა ისტორიული წინაპირობები არსებობს ?

-ჩვენ სომხეთის როლი აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში არ გვავიწყდება, როდესაც სომხეთმა ჯერ ყარაბაღი დაიკავა, შემდეგ კი, აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს ბაგრამიანის ბატალიონი იბრძვოდა. ეს იყო ძალიან დიდი ღალატი კავკასიის მიმართ, რაც სომხეთმა ჩაიდინა.

ამიტომ, სომხეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად ვერ გამოცხადდება. სომხეთთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ის აღიარებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორია.

სულ ახლახან მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი შედგა სასომხეთში….აღნიშნულის ფონზე რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ?

-საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, მოახერხა სომხური სეპარატიზმის აღმოფხვრა და ოკუპანტების ყარაბაღიდან განდევნა.

ვფიქრობ, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი პრეზიდენტ ალიევისგან, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში.

ირაკლი გიორგაძე

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor