
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
„ვივამედის“ დირექტორი – მზია ამაღლობელი მკურნალობს სტაციონარის პირობებში, მისი მდგომარეობა სტაბილურია
„ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ჩვენთან შემოყვანილია პაციენტი ამაღლობელი და მკურნალობს სტაციონარის პირობებში. ის ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განუცხადა პირველ არხს ზურაბ ჩხაიძემ.
საია-ს ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.





