• February

    5

    2025
  • 99
  • 0
იაშვილში მყოფი დაზარალებული ბავშვის მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ელიან

იაშვილში მყოფი დაზარალებული ბავშვის მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ელიან

გუშინ, გავრცელდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შემდეგი ოფიციალური განმარტება, რაც ასახული იქნა ჩვენთანაც :

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

აგრეთვე, გუშინვე გავრცელდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაც :

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ბავშვი ნამდვილად „ბაკურიანი ციდას“ წყლით დაზარალდა და დღეს დაგეგმილია ბავშვისთვის რთული სამედიცინო მანიპულაციების ჩატერება ნარკოზის ქვეშ.

ასევე, ექსპერტიზის პირველადი პასუხები გამოიკვეთება დღეს იმ ბოთლზე და წყლის ნაწილზე, რომლითაც ბავშვი დაზარალდა.

,,GEO NEWS” თვალს მიადევნებს მოვლენათა განვითარებას და მკითხველს განახლებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას მიაწვდის.

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor