• October

    9

    2023
  • 74
  • 0
დმიტრო კულება :  უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება

დმიტრო კულება : უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპისთვის ეს ეგზისტენციალური ომია. ევროპელები ხვდებიან, რომ ეს მათაც ეხება. მათ არ შუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფლება, არ გაიმარჯვონ ამ ომში უკრაინასთან ერთად. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, სადაც უკრაინის დაფინანსება არ მოხვდა.

როგორც კულება ამბობს, რაც უფრო მეტად მოახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინას მით მეტი სირთულე ელოდება.

„არჩევნებს საკუთარი ლოგიკა აქვს, პოლიტიკური ბრძოლა ინტენსიური გახდება, ხოლო აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ უკრაინის საკითხი იყოს ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor