
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით განთავსებული ბავშვის სასმელი წყლით ,,ბაკურიანი ციდათი” მოწამვლის სავარაუდო ფაქტი არ დადასტურდა
იაშვილის საბავშვო კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით განთავსებული ბავშვის სასმელი წყლით ,,ბაკურიანი ციდათი” მოწამვლის სავარაუდო ფაქტი არ დადასტურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა.
,,GEO NEWS” თემაზე მუშაობას განაგრძობს, შეეცდება ბავშვის ოჯახს დაუკავშირდეს და მათი პოზიცია შემოგთავაზოთ.
თამთა მაისურაძე





