• February

    5

    2025
  • 117
  • 0
პარლამენტიდან „გამოაძევეს ოპოზიცია“ – ეს უფრო პოლიტიკურად მოტივირებული მითია, ვიდრე ფაქტი

პარლამენტიდან „გამოაძევეს ოპოზიცია“ – ეს უფრო პოლიტიკურად მოტივირებული მითია, ვიდრე ფაქტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. აღნიშნული საკითხი დღეს, 5 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

საკითხი ეხებოდა ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, ,,კოალიცია ცვლილებისთვის” და ,,ძლიერი საქართველოს” წევრებს, რომლებმაც არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ მანდატების შეწყვეტა თავად მოითხოვეს. ამ პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რის გამოც სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში 12 მანდატით რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ 26 ოქტომბრის არჩევნებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერიათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აღნიშნულ საკითხზე განაცხადა: ,,ის, ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე”.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ პარლამენტი არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, განიხილოს დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დათქმული ვადის შემდეგ, პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხების განხილვამდე, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევაში, ამის საფუძველია მათი განცხადებები, ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

დღესვე, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. შედეგად, პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, 101 დეპუტატიანი გახდა.

საქართველოს პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა, რის შემდეგაც მავანნი უკვე აქტიურად ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლებამ ოპოზიცია ძალით „გამოაძევა“ საკანონმდებლო ორგანოდან. სინამდვილეში კი, ეს ის ოპოზიციონერები იყვნენ, რომლებიც თავიდანვე არ აღიარებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ შედიოდნენ პარლამენტში და თავადვე მოითხოვეს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა აბსოლუტურად კონსტიტუციურ და კანონიერ ჩარჩოებში ჩაიარა, დიფსტეიტის მეთოდებით მოქმედი ოპოზიციური ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უკვე იწყებენ სპეკულაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპონენტებს პარლამენტიდან ძალით აძევებს და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს.

თუმცა რეალობა მარტივია: ოპოზიცია პარლამენტში არც ყოფილა, მათი მანდატები ფიქტიურად არსებობდა, რადგან ისინი არცერთ საკანონმდებლო პროცესში არ მონაწილეობდნენ. ამიტომ, „გამოაძევეს ოპოზიცია“ – ეს უფრო პოლიტიკურად მოტივირებული მითია, ვიდრე ფაქტი.

ამ ცვლილებით პარლამენტი უფრო ქმედითუნარიანი ხდება, რადგან ახლა იქ იქნებიან მხოლოდ ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად იღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში. ოპოზიციას კი ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, დემოკრატიული წესებით მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს პროცესები არა საბოტაჟით, არამედ რეალური პოლიტიკური საქმიანობით უნდა წარმართოს.

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor