• February

    6

    2025
  • 52
  • 0
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას.

რიაბკოვის თქმით, გადაწყვეტილება და არჩევანი დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის გადასაწყვეტია.

„რუსეთმა შეძლო, დაემკვიდრებინა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი გლობალურ გეოპოლიტიკაში, რითიც დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმები. ამ კურსის წარუმატებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე, პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, უნდა გადადგას აშშ-მა. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ხისტი ვაჭრობის პირობებით, ადგილზე არსებული რეალობის და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული ისტორიითა და გეოგრაფიით“, – განაცხადა რიაბკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor