• February

    6

    2025
  • 64
  • 0
აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ელექტრონული აღჭურვილობის შესაძენად იქნება დახარჯული.

„უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გააგზავნა უკრაინელ ხალხთან ჰუმანიტარული დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიანი ომს არაერთხელ უწოდა „დიდი ტრაგედია ორივე ხალხისთვის“. მან ასევე არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან, ბაქომ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor