• February

    6

    2025
  • 59
  • 0
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთთან მემორანდუმი გააფორმა

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრთან, საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.

„მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩოპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.

დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor