• February

    6

    2025
  • 51
  • 0
ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა

ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი.

„არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის პოლიციის გაძლიერება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ვერავინ აღმართავს ხელს ქართული სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან არ შეიძლება, ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებს და საკუთარ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor