• February

    7

    2025
  • 52
  • 0
ლევან მახაშვილი – საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად გაეცეს პასუხი კითხვებს, რაც აქვს მოსახლეობას 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე

ლევან მახაშვილი – საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად გაეცეს პასუხი კითხვებს, რაც აქვს მოსახლეობას 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით შევეცდებით, ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, კომისია, პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც, პირველ რიგში, პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს; მეორე, შეისწავლის დანაშაულებს, რომლებიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, ერთხელ და საბოლოოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი და ცალსახად იყოს გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor