• February

    7

    2025
  • 55
  • 0
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს მომავალი ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება ჯო უილსონისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება იქნება

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს მომავალი ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება ჯო უილსონისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა.

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ჯო უილსონთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ამ წუთებში დამთავრდა შეხვედრა საქართველოს ეროვნულ გმირთან, კონგრესმენ ჯო უილსონთან. ივანიშვილს თუ ჭკუა შერჩა, უნდა უკვე გარბოდეს, თუ გაასწრებს, რა თქმა უნდა“.

მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯო უილსონს უთხრა, რომ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება ამერიკელი კონგრესმენისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება.

„ქართველი ხალხი, რომელიც ბარიკადებზე დგას, თქვენთან უდიდეს მოკითხვებს გვაბარებს; უდიდეს მადლობას იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის. ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია. ამიტომ, დიქტატურის მოცილების შემდეგ, ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. ეს ქართველი ხალხის ნებაა“, – მიმართა შალვა ნათელაშვილმა ჯო უილსონს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor