• February

    9

    2025
  • 72
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა, რაც ბევრ საინტერესო სიახლეს მოიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა, რაც ბევრ საინტერესო სიახლეს მოიტანს

8 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა.

მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ სპორტში.

„ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1500 მაყურებლისთვის. აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ყინულის სასახლეში. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ახალი დარბაზი მისცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.

საგულისხმოა, რომ არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.

პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს.

პროექტი უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას ქვეყანაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ბევრ საინტერესო სიახლეს მოიტანს.  

მოამზადა-თამთა მაისურაძემ 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor