• February

    9

    2025
  • 73
  • 0
ირაკლი კობახიძე – ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში

ირაკლი კობახიძე – ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში

დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ.

„დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში.

საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს.

ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ, ფესტივალი სამ ადგილას – ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლობენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოაჩენენ თავს მსოფლიოს თვალში“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor