• February

    9

    2025
  • 94
  • 0
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და საოცრად შთამბეჭდავი იყო

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და საოცრად შთამბეჭდავი იყო

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ( EYOF ) 9 თებერვალს, ბაკურიანში, საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, რომელიც ხორუმის ფონზე ჩატარდა, რაც ქართული კულტურის ელემენტების ინტეგრაციას წარმოადგენდა.

გახსნის ცერემონიაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ,,მშვიდობის ცეცხლმა”, რომელიც 2024 წლის დეკემბერში რომში საზეიმოდ აინთო და შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს. 

ფესტივალის ორგანიზატორებმა მაღალი შეფასება მიიღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.

ბაკურიანში აშენდა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ახალი ტრასები, ხოლო თბილისში და ბათუმში თანამედროვე ყინულის მოედნები, რომლებიც ფიგურული სრიალისა და ჰოკეის შეჯიბრებებს უმასპინძლებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება ადასტურებს, რომ 45 ევროპულ ქვეყანას გვაერთიანებს საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა, აღნიშნა, რომ 10 წლის წინ თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ ყოველთვის სჯეროდათ, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ოლიმპიურ მოძრაობაში და ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო მრავალდისციპლინარული შეჯიბრება იქნება.

საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის შეფასებით, გახსნის ცერემონია მაღალ დონეზე ორგანიზებული იყო.

დიახ, ფესტივალის გახსნის ცერემონია საოცრად შთამბეჭდავი და მაღალ დონეზე ორგანიზებული იყო, ეს კი საქართველოს მზარდ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას უსვამს ხაზს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობაში, ასე რომ, ყველაფერი საუკეთესო წინ არის. 

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor