• February

    10

    2025
  • 58
  • 0
ემანუელ მაკრონი – ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფები ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს

ემანუელ მაკრონი – ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფები ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს

ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფები ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა ვაშინგტონს მოუწოდა, ევროკავშირთან „სავაჭრო ომის“ დაწყების ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს ჩინეთზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, აშშ-ის პირველი პრობლემა ჩინეთია.

„ევროპა თქვენი მოკავშირეა და თუ გსურთ, რომ ევროპა მეტად ჩაერთოს ინვესტიციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თუ იმედი გაქვთ განვითარების, რაც, ჩემი აზრით, აშშ-ის ინტერესებშია, არ უნდა დააზიანოთ ევროპის ეკონომიკა ტარიფების მუქარით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრ სექტორზე თუ დააწესებთ ტარიფებს, ეს გაზრდის ღირებულებას და აშშ-ში ინფლაციას გამოიწვევს“, – აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor