• February

    10

    2025
  • 68
  • 0
ჯანდაცვის სამინისტრო – შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა, გარემონტდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები

ჯანდაცვის სამინისტრო – შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა, გარემონტდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები

შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა, გარემონტდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული სივრცე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ დაათვალიერეს და ბენეფიციარების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

ირინე წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერაა. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების განვითარებაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე შვიდი კრიზისული ცენტრი და ექვსი თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა.

„სააგენტოს მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება, იურიდიული, სამართლებრივი დახმარება, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი – 116 006 – 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

შიდა ქართლში თავშესაფრის განახლებული სივრცის გახსნა ფონდ HumanDoc-ის და არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქართლოსის“ პარტნიორობითა და პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წლებში დაწესებულებაში გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, გალავანი, ეზოში განთავსდა ბავშვთა გასართობი სივრცე, აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგისა და იურისტის ოთახები“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor