
სდსს-მა 9 თებერვლის ტერაქტში დაღუპული თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო
1998 წლის 9 თებერვლის ტრაგიკული ტერაქტიდან 27 წელი გავიდა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ბატონმა ანზორ ჩუბინიძემ ამ დღის აღსანიშნავად და საკუთარი თანამშრომლის სულის მოხსენიების მიზნით, სიმბოლურ ძეგლთან საპატიო გვირგვინი მიიტანა და წუთიერი დუმილი დაიცვა.
აღნიშნულით, სდსს-ის წარმომადგენლებმა საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას პატივი მიაგეს და ხაზი გაუსვეს მათი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”








