
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა – გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა, შიდა საქმეებში ჩაერიოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ქვეყნის საელჩოები და ელჩები, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნების, ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში.
„ამის არაერთი დემონსტრირება გვაქვს, მათ შორის ნახეთ, როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, თანამდებობის პირების საქართველოში ჩამოსვლა და მიტინგებში მონაწილეობა, რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც მცდელობა, ხელი შეუწყონ ამბოხს, ჯანყს, გადატრიალებას და ახალგაზრდების მობილიზებას, ჩართულობას“, – აღნიშნა ზარქუამ.
ზარქუას თქმით, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს.
„რეალურად, რისთვისაც არსებობენ, მათი ფუნქცია-მოვალეობაა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, კულტურული და ეკინომიკური საქმიანობები უფრო მყარი გახადონ, მათ შორის თუ არის გარკვეული გაუგებრობები, აღმოფხვრან. ეს არის საელჩოების და ელჩების დიპლომატიური მისია. გვქონდა პირდაპირი მცდელობები, რომ მოეხდინათ რევოლუცია და აეტრიალებინათ ტყუილი და სიცრუე. ამასთან დაკავშირებით უმრავი თანხა იხარჯებიდა და იხარჯება. ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას მომავალში არ მიეცეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ელჩი, საელჩოს წარმომადგენელი, თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით კიდევ მეტი საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.






1 COMMENT
გელა
February 10, 2025, 5:02 pm REPLYძირს რუსეთის დამპალი იმპერია! ქოცატუილებო მალე აილაგმებით!