• February

    12

    2025
  • 59
  • 0
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა და პორტ ხალიფას ინფრასტრუქტურას გაეცნო

ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა და პორტ ხალიფას ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრისას აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება. ასევე საუბარი შეეხო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, პორტ ხალიფას ინფრასტრუქტურას გაეცნო.

“გავეცანით პორტის მუშაობას. გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. გამოვთქვით სრული მზადყოფნა, მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor