
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი – მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, შევთანხმდით, რომ ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი
კარგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან „მსოფლიოს მთავრობათა სამიტის“ ფარგლებში, შევთანხმდით რომ საქართველო-უნგრეთის მომავალი მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე გავმართოთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა კარგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან „მსოფლიოს მთავრობათა სამიტის“ ფარგლებში. ჩვენ შევთანხმდით რომ საქართველო-უნგრეთის მომავალი მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე გავმართოთ“, – წერს ორბანი.





