• February

    13

    2025
  • 88
  • 0
დიმიტრი პესკოვი – მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის

დიმიტრი პესკოვი – მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის

მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უდავოდ, დაწყებულია. როგორც კი პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ“, – განუცხადა პესკოვმა მედიას.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით რამე კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არის. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის საკმაოდ ოპერატიულად ორგანიზების საჭიროება არსებობს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ ახლა იწყება და რამე კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია.

„უდავოა, რომ ასეთი შეხვედრის საკმაოდ ოპერატიულად გამართვის საჭიროება არსებობს, სახელმწიფოების მეთაურებს ბევრი რამ აქვთ განსახილველი. დღის წესრიგში მრავალი თემაა, რომლებიც მოკლედ განისაზღვრა გუშინდელი სატელეფონო საუბრისას, თუმცა ჯერჯერობით რამე ვადებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სამუშაო მხოლოდ ამ დღეებში დაიწყება“, – განაცხადა პესკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor