• February

    13

    2025
  • 85
  • 0
ევროპარლამენტი არამკითხე დესტრუქციული რეზოლუციით საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევას ცდილობს

ევროპარლამენტი არამკითხე დესტრუქციული რეზოლუციით საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევას ცდილობს

დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 63, ხოლო თავი შეიკავა 81-მა. 

რეზოლუციაში ევროპარლამენტი უთითებს :

არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს მმართველი ელიტის ბოიკოტს. 

აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას და მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მოიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპის საბჭოსა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე.

მოითხოვს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით.

მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წევრების, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეების და „რეჟიმთან დაკავშირებული მედიის მფლობელების“ წინააღმდეგ.

მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

საქართველოს ხელისუფლებამ უარყოფითად შეაფასა რეზოლუცია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი, უკვე მეექვსე, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და მედიის დამოუკიდებლობაზე. 

ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიტყვით შემდეგს :

წარმოუდგენელია, მეტ-ნაკლები დემოკრატიულობის მქონე ქვეყანაშიც კი, არამცთუ ევროკავშირში პარლამენტი აცხადებდეს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონეა ის სუბიექტი, მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ვინმე, რომლის კონსტიტუციით განსაზღვრული სახელისუფლებო ვადა კალენდარულად იქნა ამოწურული. მსგავსი მოწოდება უფრო ე.წ. ,,რელიგიური ფანატიზმით” ნაკარნახევს ჰგავს, ვიდრე კანონის უზენაესობის უმაღლეს დონეზე დამფასებელი ევროპარლამენტის რეზოლუციას. 

განსაკუთრებით, სირცხვილია, როდესაც ევროპარლამენტი დემოკრატიის უკუსვლად რაცხავს ქართველი ხალხის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებულ კანონიერ არჩევანს, რაც პირდაპირ ააშკარავებს საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესების წარმართვის სურვილს.

დაბოლოს, ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი 26 ოქტომბერს გააკეთა და არავითარი ახალი არჩევნები კონსტიტუციურ ვადაზე ადრე არ იქნება, მსგავსი ქცევა ევროპარლამენტის მხრიდან, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქმება, რის გამოც მათვე მოვუწოდებთ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაეტიონ და ხელი აიღონ საქართველოს სუვერენიტეტის რყევაზე. 

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor