• February

    13

    2025
  • 159
  • 0
ალი ბაბაევი: ,,ევროპარლამენტი დღეს ზღვარს გასცდა, ქვეყნის აყირავებასა და მოღალატეებისთვის დათმობას ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს”

ალი ბაბაევი: ,,ევროპარლამენტი დღეს ზღვარს გასცდა, ქვეყნის აყირავებასა და მოღალატეებისთვის დათმობას ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს”

ბატონი ალი ბაბაევი კარგადაა ცნობილი ჩვენი მკითხველისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და მოამაგე, ღირსეული ადამიანი, რომელიც მუდამდღე საქართველოს საუკეთესო ინტერესს იცავს და არ უშინდება დაუპირისპირდეს ათასგვარ მოღალატესა და გაიძვერას.

ალი ბაბაევი ჩვენი გამორჩეული რესპონდენტია, მისი პატრიოტიზმი და ღირსება იმდენად თვალშისაცემია საქართველოს მტრებისთვის, რომ ისეთი გაიძვერაც კი მიუგზავნეს თავდასხმის მიზნით, როგორიც საყოველთაოდ ცნობილი „კინტო“ ალეკო ელისაშვილია, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი საქართველოს მტრების იაფასიანი „ტორპედო“.

,,GEO NEWS” ალი ბაბაევს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს, ეროვნებით აზერბაიჯანელსა და ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული საქართველოსთვის მტრული რეზოლუციის შინაარსზე და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, საქართველოზე მორიგი თავდასხმის სულ ახალ ფაქტზე ესაუბრა, რაც ვფიქრობთ, გასაგებ მიზეზთა გამო, ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

ბატონო ალი, როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც თავდასხმა იქნა განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ?

-მე, როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე და საქართველოს გულანთებული მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ ასეთი განუკითხაობით, რაც დღეს ევროპარლამენტში მოხდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ევროპარლამენტი აქამდეც ავლენდა საქართველოს მიმართ მიკერძოებას და განსაკუთრებით, გაიძვერა სააკაშვილის საკითხზე, როდესაც არაერთხელ დაამახინჯა და იგნორირება გაუკეთა ფაქტებს, მაგრამ დღეს ყველაფერი ზღვარს გასცდა.

იმის განცხადება,რომ ლეგიტიმურად სცნობენ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საკუთარი საპრეზიდენტო ვადა, რასაც მას საქართველოს კონსტიტუცია უდგენდა, სრულად ჩაამთავრა და არანაირი წინაპირობა არ არსებობს მისი რაიმე სახის ლეგიტიმაციაზე საუბარისა, ეს არის პირდაპირი სირცხვილი ამ ინსტიტუციისა, რომელიც თითქოსდა, უნდა იყოს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და სანაცვლოდ, რას ვხედავთ ?

ბატონო ალი, რამდენად მისაღებია ევროპარლამენტარების მცდელობა რევიზია გაუკეთონ ქართველი ხალხის არჩევანს და, ფაქტობრივად, ჩატარებული არჩევნები ისე დააყენონ ეჭვის ქვეშ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდეს გაყალბებისა და მხოლოდ სუბიექტური აღქმებით და სასურველის რეალობად წარმოჩენით ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას ჩვენს ქვეყაში ?

-ჩემთვის მსგავსი ქცევა მიუღებელი და დასაგმობია, მათ შორის, ჩემი, როგორც ამომრჩევლის უფლება ილახება, რადგანაც მე ხმა ,,ქართულ ოცნებას” მივეცი, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც დღეს ქვეყნის გაძღოლა და წინ წაყვანა შეუძლია – მშვიდობის დაცვა ჩვენს, არცთუ ისე, მშვიდ რეგიონში. ასეთივე არჩევანი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა.

და ამ დროს რას გვეუბნება ევროპარლამენტი ? რომ ქართველი ხალხის ნება უნდა გადაიხედოს და საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ჩემი სურვილიც მეორეხარისხოვანია ? რატომ ? იმიტომ, რომ ევროპაში ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი სუვერენული პოლიტიკა და არ სურს დაინახოს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ ?

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპაში, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ მხოლოდ ღირსებით და არა ოჯახური ფასეულობების, ჩვენი ტრადიციების და ადათის ხელყოფის ხარჯზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ბატონი ბიძინას როლი სახელმწიფოს მდგრადობაში და რა პოზიტიური დატვირთვა აქვს მის პიროვნებას?

ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ევროპა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურის მცდელობას ახდენს და რეალურად რა გამოდის, რომ სადისტური ცხრა წლიანი რეჟიმის დაბრუნება სურთ საქართველოში ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ ? ასეთია მათი დემოკრატია ?ასეთი ძალადობით უნდათ ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიონ პირსისხლიანი მოძალადე ,,ნაცხროვის” რეჟიმი ? რას ემსახურება ეს ? ისევ ხალხის წამება სურთ აღადგინონ და ციხეებში კვლავ ადამიანები ხორცის საკეპში ატარონ ?

მე ვეკითხები მათ, იმ ევროპარლამენტარებს, ვინც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რად უღირთ ასეთი ყურმოჭრილი მსახურება საკუთარი ბატონების კოლექტიური დასავლეთიდან ?

თქვენ ჩვენი ქვეყნის გაწირვის მცდელობისათვის მძიმე პასუხს აგებთ და საქართველოს მოქალაქეების ზიზღს მიიღებთ. ჩვენი ამაყი მოსახლეობა არასდროს დაუშვებს ქართველებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებისთვის სულში ჩაფურთხებაზე პასუხის არ გაცემას.

აი, წორედ ამ დროსაა უდიდესი მნიშვნელობის მქონე ბატონი ბიძინას გონიერება და სიბრძნე, რომლითაც ის ამდენი წლის განმავლობაში წინ მიუძღვის ჩვენს სამშობლოს.

გაიხსენეთ ყველამ, რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით მოახერხა ,,ქართულმა ოცნებამ”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც, სიამაყით აღსავსე, მეც გახლავართ, რომ მხოლოდ ეს ბოლო თორმეტი წელია, რაც საქართველოში არ ყოფილა ომი. მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი დიდი სიკეთე სახელმწიფოსთვის. ამიტომაცაა, რომ ბატონი ბიძინას ფაქტორი ყელზე ადგათ კოლექტიური დასავლეთისა და ე.წ. ,,დიპ სტეიტის” მესვეურებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, არჩიეს შვეიცარული საბანკო სისტემისადმი საუკუნეებით ნაგროვები ნდობა ჩამოეშალათ, ოღონდ კი ბატონი ბიძინა დაეშანტაჟებინათ და ის კი დაავიწყდათ, რომ ბატონი ბიძინა სამშობლოს მოყვარული პატრიოტი ადამიანია, რომელიც, არც ქვეყანას დაუთმობს გადამთიელებს და არც ოჯახურ ფასეულობებს.

ეს ფორიაქი, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ, თვითდისკრედიტაციის პროცესია მხოლოდ და ასეთი რეზოლუციებით, ისევ საკუთარი ცალ ფეხზე მოხტუნავე ,,ნაცმონები” დააშინონ. მე კი, ასეთ საქციელზე საქართველოს პრემიერის კარგად ცნობილ სიტყვებს გავიხსენებდი, რაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ სხვა ევრორეზოლუციის მიმართ თქვა, თუმცა თანაბრად ესადაგება ამ რეზოლუციასაც – დიახ, ამ სამარცხვინო რეზოლუციას საქართველოსათვის ჩალის ფასი აქვს ! 

დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 105-ზე მეტი პოლიციელი დაზარალდა ამ აქციებზე და ისინი პოლიტპატიმრებად აცხადებენ, რეალურ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ და ასახიჩრებდნენ.

ალბათ, უნდა შევახსენოთ მათ ევროპელობა და მათ ოფიციალურ სტრუქტურებს, თუ რაოდენ სასირცხვილო იყო მათი საქციელი სააკაშვილის ,,ნაცხროვის” რეჟიმის დროს, როდესაც, არც 7 ნოემბერზე, არც გირგვლიანზე, არც ბუტა რობაქიძეზე, არც 26 მაისზე და არც ციხეში დამკვიდრებულ სისტემური წამებისა და გაუპატიურების ფაქტებზე ერთხელაც კი, არ აუმაღლებიათ ხმა, ამჯერად კი, უსირცხვილობა ჰყოფნით და ქვეყნის ჯალათებისა და სისხლისმსმელებისთვის ხელისუფლების გადაბარებას გვთხოვენ.

ყველას გასაგებად ვამბობ, ეს არ გამოგივათ – ამას ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართული ოცნება” და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor