• February

    14

    2025
  • 54
  • 0
რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას

რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას

ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტარებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, ვის და რას უჭერენ მხარს.

„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს. ისეთი დოკუმენტი მიიღეს, რომლის მხარდამჭერებსაც კრიმინალური სისტემის თანამზრახველებად აქცევს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს. ამიტომ, ვიდრე პროვოკაციას აჰყვებიან, თითოეულმა მათგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, სინამდვილეში, ვის და რას უჭერს მხარს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor