• February

    15

    2025
  • 59
  • 0
„როსავიაციამ“ რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტი დროებით დახურა, მათგან რამდენიმეზე ღამით დრონებით მიიტანეს იერიში

„როსავიაციამ“ რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტი დროებით დახურა, მათგან რამდენიმეზე ღამით დრონებით მიიტანეს იერიში

„როსავიაციამ“ რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტი დროებით დახურა, მათგან რამდენიმეზე ღამით დრონებით მიიტანეს იერიში.

„როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებითი შეზღუდული იყო ქალაქებში: ასტრახანი, ვლადიკავკაზი, ვოლგოგრადი, გროზნო, კალუგა, სარატოვი და ულიანოვსკი.

უწყების განცხადებაში შეზღუდვები უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით არის ახსნილი.

მანამდე, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა სამრეწველო ობიექტზე უკრაინული დრონების „მასირებული თავდასხმის“ შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი ხუთი კვადრატული მეტრის ფართობზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, სწრაფად ჩააქრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონზე 17 დრონმა განახორციელა თავდასხმა.

სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა, რომან ბუსარგინმა ასევე დაწერა ტელეგრამ-არხზე რეგიონის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ.

გარდა ამისა, კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონის სამრეწველო ზონაში დრონის ნამსხვრევების დაცემით გამოწვეული ხანძრის შესახებ დაწერა გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ. ამ რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

როსტოვის ოლქში მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, დრონებით თავს დაესხნენ დონის როსტოვის, შოლოხოვსკისა და ჩერტკოვსკის რაიონებს. დონის როსტოვში ნამსხვრევები დაეცა კერძო სახლს, სადაც თავდასხმის მომენტში არავინ იმყოფებოდა.

ადგილობრივი აეროპორტის მუშაობაზე შეზღუდვები არ დაწესებულა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor