• February

    15

    2025
  • 89
  • 0
„ჰამასი“ სავარაუდოდ დღეს სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს

„ჰამასი“ სავარაუდოდ დღეს სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს

„ჰამასი“ სავარაუდოდ დღეს სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გასათავისუფლებელი ისრაელელების ვინაობა „ჰამასმა“ უკვე გაასაჯაროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ციხეებიდან სანაცვლოდ 369 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება – 36 მათგანი უვადო პატიმრობას იხდიდა, ხოლო 333 შვიდ ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადეს, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებდნენ. საპასუხოდ კი, ისრაელში აღნიშნეს, რომ ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ, თუ მძევლები არ გათავისუფლდებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor