
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ქვეყნებს, შესაძლოა, ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შესყიდვის უფლება მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებს ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შესყიდვის უფლება მისცეს. ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა ის ევროპას უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვის უფლებას, დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა.
როგორც ცნობილია, მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 18 თებერვალს დაიწყება საუდის არაბეთში, თუმცა, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა, სავარაუდოდ, პირდაპირ არ იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში.
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა Fox News Sunday-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მოიცავს მთავარ პრინციპებს, რათა გარანტირებული იყოს ომის სამუდამოდ დასრულება.





