• February

    17

    2025
  • 68
  • 0
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

პროექტის მიხედვით, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

კანონპროექტის მიხედვით, ბიუროს უფლებამონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება.

ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით კი მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში უნდა შექმნას.

პროექტით, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია – ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor