• October

    10

    2023
  • 84
  • 0
ლევან დავითაშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

ლევან დავითაშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა.

„10 ოქტომბერი რკინიგზელის დღეა. მინდა, მივულოცო საქართველოს რკინიგზის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს პროფესიული დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ვუთხრა მადლობა გაწეული საქმიანობისთვის.

ზუსტად 151 წლის წინ ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო-სამგზავრო მატარებელი დაიძრა. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს რკინიგზას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რკინიგზით 21.8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. განსაკუთრებით მზარდია დინამიკა საკონტეინერო გადაზიდვებში – 2022 წელს ეს მაჩვენებელი – 19.1%-ით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში კი 17.8%-ით გაიზარდა.

ტვირთნაკადების ზრდის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება. 2024 წლისთვის იგეგმება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება, რის შედეგადაც შემცირდება ტრანსპორტირების დრო და ხარჯები, გაიზრდება სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების დონე, ხოლო წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, რაც გულისხმობს ამ დარგში თანამედროვე, ევროპული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას, რომლის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება სარკინიგზო ტრანსპორტის ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა.

რკინიგზის წარმატებისთვის განსაკუთრებული მადლობა, მინდა, ვუთხრა კომპანიის 11 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის – სატრანსპორტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებაში,“ – ნათქვამია მილოცვაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor