
პაატა შავაძე : ,,მურუსიძის ტესტი გულისხომს ქართველობას, ერისა და ხალხის მსახურებას – ეს ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა ჩააბაროს, ამ ტესტის ჩაბარების გარეშე ღირსმსახურება არ დაიშვება”
ცნობილი ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს :
რას ნიშნავს მურუსიძის ტესტი :
მურუსიძის ტესტი გულისხომს ქართველობას ! ერისა და ხალხის მსახურებას ! პატრიოტიზმს ! პროფესიონალიზმს, ქვეყნისა და ხალხის ერთგულებას, კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას, სამართლიანობასა და კანონმორჩილებას, მართლმსაჯულების მხოლოდ და მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებით განხორციელებას.
ძმობასა და ერთგულებას ! კოლეგებისადმი პატივისცემას ! სახელმწიფოს ძლიერებას ! ქართული მაღალზნეობრივი იდეალებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების უზადო პატივისცემას ! უფლის სიყვარულსა და რწმენას !
დიახ, ეს ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა ჩააბაროს და ამ ტესტის ჩაბარების გარეშე ღირსმსახურება არ დაიშვება ! ეს არის ქართველობისა და ღირსებით მსახურების უმთავრესი ტესტი – ვალდებულებაა !
ბატონი პაატა, ასევე, ღია მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ხალხის მტრების მიერ ნეგატიურად შერისხულ თავის კოლეგებს :
,,ჩემი ღია მხარდაჭერა და სოლიდარობა ერისა და ხალხის მტრების მიერ შერისხულ ჩემს ძვირფას კოლეგებს – ლელა მარიდაშვილსა და ირაკლი ხუსკივაძეს ! ისინი ღირსმსახურებენ სამშობლო საქართველოს”,-აღნიშნავს პაატა შავაძე.
,,GEO NEWS” ბატონ პაატას, წარმატებას, წინსვლასა და გამარჯვებას უსურვებს იმ ღირსეულ საქმეში, რომელსაც ემსახურება.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





