• February

    18

    2025
  • 76
  • 0
მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის წლების შემდეგ, პირველად, ისტორიული შეხვედრა გაიმართა

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის წლების შემდეგ, პირველად, ისტორიული შეხვედრა გაიმართა

2025 წლის 18 თებერვალს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის.

მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მიზნად ისახავდა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზების განხილვასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას.

შეხვედრის შედეგად, მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ :

დიპლომატიური მისიების აღდგენა: ვაშინგტონსა და მოსკოვში საელჩოების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც დიპლომატიური კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სამუშაო ჯგუფების შექმნა: მაღალი დონის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფების ფორმირება, რომლებიც იმუშავებენ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა: უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ შესაძლო თანამშრომლობის სფეროების შესწავლა.

სერგეი ლავროვმა შეხვედრას ,,ძალიან სასარგებლო” უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები უკეთ გაიგეს.

მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ ეს იყო ,,გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯი” უკრაინაში ომის დასასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა, აღნიშნული შეხვედრა ,,უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე” უწოდა.

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებებისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და საჭირო იქნება შემდგომი მოლაპარაკებები კონფლიქტის სრულად დასარეგულირებლად.

პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკური ვექტორი, რომელიც უკრაინის ომის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას რუსეთთან მოლაპარაკების გზით ხედავს, აშკარად გამაღიზიანებელია, როგორც უკრაინის მარიონეტი პრეზიდენტის, ისე მისი ევროპელი დამქაშებისათვის.

თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთთან, როგორც ამ პროცესის ძირითად აქტორთან პირდაპირი საუბარი შესაძლოა, ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს, რამეთუ, მოგვწონს თუ არა, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში რუსეთი, არა მარტო, ლოკალური გეოპოლიტიკური ძლიერი მოთამაშეა, არამედ მისი გავლენა, როგორც დასავლეთის ალტერნატივად მიჩნეული აღმოსავლური ,,ბრიქსის” ქვეყნების ლიდერისა და მსოფლიო დონის პოლიტიკური მოთამაშისა სათანადო დაფასებას და გათვალისწინებას მოითხოვს. 

ასე რომ, ზემოთ აღნიშნული შეხვედრის შედეგები, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამჟღავნდება, შედეგად კი თანდათანობით ახალი მსოფლიოს კონტურები გამოიკვეთება. 

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor