• February

    20

    2025
  • 158
  • 0
კვლავ აფინანსებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ,,დაიტოვეს” მსგავს აგრესიულ ჯგუფებს ?

კვლავ აფინანსებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ,,დაიტოვეს” მსგავს აგრესიულ ჯგუფებს ?

,,ლელო”-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, სულხან კოჭალიძე ,,GEO NEWS”-თან საუბარში აცხადებს, რომ ბათუმში დესტრუქციული ოპოზიციისა და მათთან აფილირებული რადიკალი ახალგაზრდების აგრესიის მუხტი აშკარად დაკლებულია, რაც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების სწორ საკანონმდებლო რეგულაციებთან და იმ ცვლილებებთან, რაც საქართველოს პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა. თუმცა, მისივე ვარაუდით, მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძე და სამშობლოს სხვა მოღალატეები კვლავაც განაგრძობენ აგრესიული ჯგუფების დაფინანსებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. 

-ბატონო სულხან, როგორი განწყობა შეიმჩნევა ბათუმში და რა ტენდეციები იკვეთება საპროტესტო კუთხით ?

-რაც შეეხება აქციებს, ვხედავთ, მოღალატე ოპოზიციას როგორ შემოეცალა ხალხი, რადგან ბევრმა დაინახა იმ აგრესიული ახალგაზდების რეალური სახე, რომლებიც ამ აქციებს აანონსებდენ – ისინი პარტიებთან ასოცირდებიან, მეტიც, სხვადასხვა პარტიის წევრები არიან.

-იქონია თუ არა გავლენა ახლად მიღებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა დესტრუქციული ოპოზიციის ქცევაზე და მათი მხრიდან აგრესიული ქმედებების შეზღუდვაზე ?

-რა თქმა უნდა, როგორც კი ფინანსური წყარო გადაეკეტათ, მაშინვე აგრესიაც შემცირდა და ფულზე გაყიდულებიც აღარ ჩანან. ასეთები და მსგავსები კი ბევრია, სახელებისა და გვარების ჩამოთვლას საჭიროდ აღარ ვთვლი, რადგან ყველა ყველაფერს გადასარევად ხედავს.

-მას შემდეგ რაც ,,დაიტოვეს” ლიდერების, ნენსი ვოლანდისა და სხვების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რამდენად შეიზღუდა მათი აგრესიული ქცევა და ზოგადად, არის თუ არა თაღლითი ხაზარაძე და ,,ნაცხროვა” კვლავ მათი დამფინანსებელი ?

-რაც შეეხება ,,დაიტოვეს” და სხვა ორგანიზაციების განეიტრალებას, რომლებსაც განსაკუთრებული აგრესია შემოჰქონდათ აქციებში და ეს ყველაფერი სახეზეა, ვითარება შედარებით ჩაწყნარდა.

რაც შეეხება ხაზარაძეს და სხვა გამყიდველებს, სანამ გარკვეული იმედი აქვთ, მანამდე რაღაც ნაწილში მაინც დააფინანსებენ სხვადასხვა ჯგუფებს.

კარგად ვხედავთ მათ ინტერესებს – როგორ უნდათ ძალადობრივი გზით ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რადგან ფაქტია, ხალხი მათ ხმას არ აძლევს, ასე რომ, თუ არა ძალადობა და არეულობა სხვა რაღა დარჩენიათ ?

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor