• February

    20

    2025
  • 98
  • 0
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიტ კელოგის ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით არ შედგა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიტ კელოგის ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით არ შედგა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ მათ პრესკონფერენცია არ გაუმართავთ და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

როგორც უკრაინულ მედიას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკოფოროვმა განუცხადა, შეხვედრის შემდეგ პრესასთან ერთობლივი გამოსვლა ამერიკული მხარის სურვილით არ მოხდა.

„ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროტოკოლურ გადაღებას და არ ითვალისწინებს განცხადებებს ან კითხვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კიტ კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა. ის ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor