• February

    22

    2025
  • 61
  • 0
ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახს და ასევე, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა.

ავსტრიის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება.

ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას შტეფან შენახმა აღნიშნა, რომ თავად იყო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში ჩასული და, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა.

„ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ავსტრიის პარლამენტში. ვისაუბრეთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, იმ მცდარ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არის გავრცელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ავსტრიელი კოლეგებისგან მივიღეთ პირობა, რომ ისინი შეეცდებიან სიმართლე გაავრცელონ ყველა საპარლამენტო ფორუმზე, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრებისას ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

ავსტრიელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაესვა ავსტრიის მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გავლენა როგორც ევროკავშირის, ასევე, ზოგადად, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor