• February

    22

    2025
  • 57
  • 0
ირაკლი ჩიქოვანი – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები დაისჯებიან

ირაკლი ჩიქოვანი – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები დაისჯებიან

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს ჩიქოვანი.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. უმცროსი სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor