• February

    23

    2025
  • 176
  • 0
ექსკლუზივი – მაღალი კატეგორიის პროფესიონალი, გამორჩეული ფსიქოლოგი ია როზისი იგნორირებით დათრგუნვას შიფრავს და წყვილების ტიპიურ პრობლემებზე საუბრობს !

ექსკლუზივი – მაღალი კატეგორიის პროფესიონალი, გამორჩეული ფსიქოლოგი ია როზისი იგნორირებით დათრგუნვას შიფრავს და წყვილების ტიპიურ პრობლემებზე საუბრობს !

დღეიდან „GEO NEWS” გთავაზობთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით : „ხედვა ფსიქოლოგის პრიზმაში“. რუბრიკა სრულად იქნება კონცენტრირებული საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე, რაც უშუალოდ ფსიქოლოგიას, მენტალურ ჯანმრთელობას, ზოგადად ფსიქოლოგის პროფესიას და ამ თვალსაზრისით, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს უკავშირდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების დღევანდელი მენტალური მდგომარეობა და არსებული პრობლემები, პირდაპირ განაპირობებს ამ ტიპის რუბრიკის საჭიროებას. ჩვენ ამ პროფესიის ნათელ კორიფეებს წარმოგიდგენთ – ჩვენი გამოცემის მიზანია, ამ პროფესიონალებთან ინტერვიუების სახით, პასუხები გავცეთ საზოგადოებაში დაგროვილ საჭირბოროტო საკითხებს, რაც ამ რუბრიკით შესრულებული იქნება.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, ვისაც დღეს წარმოგიდგენთ, ქართულ-ებრაული ფესვების მქონე, ძალიან ცნობილი და გამორჩეული ფსიქოლოგი, ქალბატონი ია როზისია.

ქალბატონი ია საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა, დღეს საქართველოში იმყოფება და ჩვენს მედიას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა მასთან. 

,,GEO NEWS” სოციალური ქსელების ვარსკვლავს, 100 ათასობით ადამიანის გურუს, პროფესიონალ ფსიქოლოგს, კინეტიკური ინტელექტის დამფუძნებელს საქართველოში, ქალბატონ ია როზის ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ქალბატონო ია, პირველ რიგში, მადლობა ექსკლუზიური შესაძლებლობისთვის…მოდით, პირველი კითხვა ბოლოდროინდელ ტრენდებზე დავსვათ და ინტერვიუ იმაზე საუბრით დავიწყოთ თუ რა ტრენდებია დღეს თქვენს პროფესიაში და რა სახის გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება ?

-ახლა ტრენდშია და საკმაოდ აქტუალურია – წყვილები. კერძოდ, მათი პრობლემები, დეპრესიები, საერთო ჯამში, ურთიერთობები, როგორც მოცემულობა. სხვათა შორის, ეს არ არის იოლი ქეისები. დიახ, მარტივი ნამდვილად არ არის იყო ოჯახის, ასე ვთქვათ, წყვილების, ფსიქოლოგი, თუმცა პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა.

იცით, თავდაპირველად კლიმატი, რომ მოვსინჯო, ანუ გავიგო რა ხდება მათ შორის, ვიბარებ ერთად. თუ, რა თქმა უნდა, ამას რომელიმე მხარე არ ეწინააღმდეგება და შემდეგ ვწყვეტ. თუმცა, არიან წყვილები, რომლებსაც არანაირი სურვილი არ გააჩნიათ, რომ დასხდნენ ერთად. ასეთ შემთხვევაში, თერაპია განცალკევებით ხორციელდება.

ზოგადად, კარგია თუ წყვილი ერთად მოვა, რადგან მე მათ თავსებადობას ერთმანეთთან უკეთ დავინახავ, როგორც ტემპერამენტის, ისე პოტენციალის კუთხით. ვინ დომინირებს, ვინ ემორჩილება და ასე შემდეგ. მათი ერთად ნახვა, საერთო სურათის სწრაფ ფორმირებაში ხელს მიწყობს. შესაძლოა, თავიდან ერთად მოვიდნენ, შემდეგ დავაცალკევებ, საჭიროებისდა მიხედვით, ბოლოს ისევ შევკრებ და საერთო პრობლემების თერაპიას ასე დავასრულებ.

ფსიქოლოგიურად რამდენად შესაძლებელია ყველა წყვილის პრობლემა გადაიჭრას და ზოგადად, რა იწვევს ამ ოჯახურ პრობლემებს, განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებში ?

-საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პლანზე ( კანაბისზე ) დამოკიდებულების პრობლემაა და აქედან გამომდინარე, ვაჟის მხრიდან, გოგონასადმი ინდიფერენტული განწყობების მატება, რაც წინაპირობაა არაერთგვარი დეპრესიული ფონისა. ეს კი, რიგ შემთხვევაში, მძიმე შედეგებამდეც მიდის. ხომ ხვდებით, შემდგომ ეს ხდება წინაპირობა ტოქსიკური ურთიერთობისა და შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად ჩამოყალიბდეს.

თერაპიის დროს თავად პაციენტი მიდის სწორ გადაწყვეტილებამდე, ხოლო მე ვახერხებ თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ადამიანები ძალადობენ საკუთარ მეუღლეებზე და რამდენად საჭიროა აქ პროფესიონალური, დროული ჩარევა, რომ რისკები გადაზღვეული იქნას, სწორი პროფილაქტიკა მოხდეს – თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი.

ჩემთვის ასეთი საქმეები და პაციენტები პროფესიულ გამოწვევას წარმოადგენენ და ამასთან ღირსეული გამკლავება, ჩემთვის პროფესიული გამოწვევის ნაწილია.

ქალბატონო ია, თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში და ამავდროულად, მე მესმის, რომ ასეთი უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, მაგრამ მაინც, იქნებ გვესაუბროთ ზოგად პრინციპებზე, იმაზე, რაც შეასაძლოა, იყოს საერთო მანიშნებელი ყველა ოჯახის მსგავსი პრობლემისა, ანუ რა რჩევა შეიძლება მივცეთ ოჯახებს, განსაკუთრებით, ახლად შექმნილს, კეთილდღეობისკენ, რომ იყოს ტენდენცია და მიმართულება ბედნიერებისკენ ?

-ჩემი პირველი რჩევა ამ კუთხით იქნება, რომ საკუთარი თავი შეიცნონ, თუ როგორები არიან, ანუ როგორი ადამიანი გჭირდება გვერდით. შენ ვერასდროს მიხვდები ვინ გჭირდება, თუ არ იცი, ვინ ხარ თავად. ჯერ გაერკვიე საკუთარ თავში, რომ ზუსტად იცოდე რა გინდა და არ იმკითხაო. ეს პრობლემაა საქართველოში – ყველა ქალს უნდა მდიდარი ქმარი, მაგრამ შენ, სანაცვლოდ რას აძლევ ? ან აძლევ კი, საერთოდ რამეს ? თუ მიგაჩნია, რომ რაიმე ისე გეკუთვნის, რომ სანაცვლოდ, არაფერი უნდა გაიღო ?

ეს მართლაც პრობლემაა…ქალბატონო ია, ერთ-ერთ ვიდეოში, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თქვენ საუბრობთ იგნორირებით დათრგუნვაზე და იქნებ ამაზეც უფრო მეტი გვითხრათ ?

იმას ვინც გაიგნორებს, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე და უთხრა, რომ მანიპულატორია – არ გაუტარო, არ შეეგუო.

ზუსტად უნდა იცოდე, როცა მანიპულირებენ თქვენით, ამაზე თვალის დახუჭვით მანიპულატორს იმას აძლევთ, რაც მას უნდა, რადგან ის სწორედ იმაზე თვლის, რომ დაგრთგუნავთ და შეწინააღმდეგების უნარს წაგართმევთ, შედეგად კი, საბოლოოდ, დაიმორჩილებს თქვენს ნებელობას, რისი დაშვებაც არ შეიძლება და რასაც სრულად უნდა შეეწინააღმდეგოთ, რადგან თავისუფალი ნება ღვთითბოძებული უფლებაა და არავის აქვს უფლება ამის ხელყოფა მანიპულირების გზით მოახდინოს.

დაბოლოს, ისიც გვითხარით, რამდენად სწორია, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა მეორე, თუნდაც, ერთი სერთიფიკატის ქონის პირობებშიც კი, ფსიქოლოგობას იბრალებს და ამ ფორმით, თქვენს პროფესიას გარკვეულწილად აკნინებს ?

-მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ამ პროფესიის ტრივიალიზაცია და ფულის საშოვნელ ინსტრუმენტად ქცევა, რადგანაც ყველას, ვინც ამ პროფესიაში ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ შეხება გვაქვს რეალურ ადამიანებთან და მათ ბედისწერასთან. აი, აქ კი, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული პასუხისმგებლობა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე.

,,GEO NEWS” ქალბატონ იას წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს ! 

https://youtu.be/orq4uAt_2XY?feature=shared

ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor