• February

    23

    2025
  • 57
  • 0
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ინფორმაცია, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო, სიმართლეს არ შეესაბამება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ინფორმაცია, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ვეხმიანებით ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო.

გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor