• February

    24

    2025
  • 53
  • 0
ირაკლი კობახიძე – ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმატებით ჩატარდა, მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო მის ორგანიზებაში, ყველაფერს გავაკეთებთ ასეთი შეჯიბრებების მოსაზიდად

ირაკლი კობახიძე – ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმატებით ჩატარდა, მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო მის ორგანიზებაში, ყველაფერს გავაკეთებთ ასეთი შეჯიბრებების მოსაზიდად

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, მაღალი შეფასება მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპული კომიტეტების წარმომადგენლების, მათი ხელმძღვანელების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში.

„აღინიშნა, რომ თამასა აწია ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ტურნირის მასპინძლობის თვალსაზრისით და მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში. მადლობა სპორტის სამინისტროს, მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ხარაბელს, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ასეთი ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში და მოხარული ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მიიღო მასპინძლობამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად მოვიზიდოთ ასეთი შეჯიბრებები ჩვენს ქვეყანაში და ამ ტურნირებს ვუმასპინძლოთ უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor