• February

    24

    2025
  • 70
  • 0
აეროპორტების გაერთიანება – დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

აეროპორტების გაერთიანება – დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ.

ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც, მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.

დღეს საღამოს ისრაელის ავიაკომპანიის, EL Al-ს კუთვნილი ხომალდი, ბათუმის ნაცვლად, რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივში ქუთაისიდან გაფრინდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor