• February

    24

    2025
  • 58
  • 0
ირაკლი კობახიძე – დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

ირაკლი კობახიძე – დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„ეკონომიკას რაც შეეხება, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor