• February

    24

    2025
  • 68
  • 0
სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს

სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს

რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები როგორც უკრაინასთან, ისე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნების სულისკვეთებით სურს, დაეხმაროს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოლაპარაკებები მოგვცემს მყარ და სტაბილურ შედეგს, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფედერაციას“, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, გააგრძელოს კონტაქტები აშშ-თან.

„ჩვენ დეტალურად ვაცნობეთ ჩვენს თურქ მეგობრებს რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 18 თებერვალს ერ-რიადში გაიმართა და რომელმაც საკმაოდ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოსდაბოლოს გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ნორმალური დიალოგი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომლებიც, რა თქმა უნდა, რჩება“, – თქვა ლავროვმა.

„ნორმალური დიალოგის გარეშე ვერ გავიგებთ, შევძლებთ თუ არა ამ წინააღმდეგობების შერბილებას. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ამაზე არის შესაბამისი შეთანხმება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავრვის თქმით, „ევროპული ქვეყნების პოზიციის გაგება რთულია, რადგან ის საკმაოდ არასტაბილურია და იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის რა იდეები უჩნდება”. ამის მაგალითად ლავროვმა 2022 წლის აპრილში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დაასახელა.

„მაშინ მივაღწიეთ შეთანხმებას იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც თავად უკრაინელებმა შემოგვთავაზეს. ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, კეთილი ნების ჟესტის სახით შეგვეჩერებინა ჩვენი ჯარის შეტევა და ცოტათი უკანაც კი დავხეულიყავით, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც. თუმცა ამის შემდეგ უკრაინას დასავლეთმა, მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის სახით, აუკრძალა უკრაინის მიერვე ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერა, უთხრეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს რუსეთის შემდგომი დასუსტება, მიიღებს შეიარაღებას, ჩაატარებს მობილიზაციას და იომებს იმდენ ხანს, ვიდრე რუსეთი სტრატეგიულ მარცხს არ განიცდის“, -განაცხადა ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor