• February

    24

    2025
  • 59
  • 0
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სატელეფონო საუბრისას რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ კრემლი იუწება.

კრემლის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი მიესალმა და მხარი დაუჭირა ერ-რიადში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. ასევე ისაუბრა ჩინეთის მზადყოფნაზე, ხელი შეუწყოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ მოსკოვისა და პეკინის პარტნიორობას „საზღვრები არ გააჩნია“.

ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა თავიანთი ალიანსის მდგრადობასა და „გრძელვადიან“ ხასიათს. ასევე ხაგასმით აღინიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობების შიდა დინამიკაზე მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს აქვს ძლიერი შიდა მამოძრავებელი ძალა და უნიკალური სტრატეგიული ღირებულება, არ არის მიმართული არცერთი მესამე მხარის წინააღმდეგ და არც ამ ურთიერთობებზე ახდენს გავლენას რომელიმე მესამე მხარე“, – ნათქვამია სი ძინპინის განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩინეთისა და რუსეთის განვითარების სტრატეგიები და საგარეო პოლიტიკა გრძელვადიანია“.

სი ძინპინის თქმით, ორი ქვეყანა წარმოადგენს „კარგ მეზობლებს, რომელთა დაშორებაც შეუძლებელია“.

უკრაინასთან დაკავშირებით სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი „კმაყოფილია რუსეთისა და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ კრიზისის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებით“.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა წელს უკვე მეორედ გამართეს სატელეფონო საუბარი. მანამდე მათ იანვარში განიხილეს დონალდ ტრამპთან ურთიერთობების განვითარების საკითხი.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor