• March

    3

    2025
  • 62
  • 0
კახა კალაძე – ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამოაშკარავდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც სურდათ ომი, მეორე ფრონტის გახსნა

კახა კალაძე – ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამოაშკარავდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც სურდათ ომი, მეორე ფრონტის გახსნა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ქვეყანაში, უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.

კალაძემ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, სამი წლის წინ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ.

„ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამოაშკარავდა, ვინ იყვნენ ის ძალები და ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომელთაც სურდათ ომი, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში; სურდათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოშლილიყო; მიერთებოდა სანქციებს, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ გამოიწვევდა ეკონომიკის ჩამონგრევას, რისი სურვილიც ჰქონდა მავანს. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, ცილისწამება, მუქარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დავდექით მოსახლეობასთან ერთად და გონივრული პოლიტიკით გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა.

„ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ამ უსამშობლო რადიკალებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა განცხადებები გააკეთონ, რა არის მათი მთავარი მიზანი და მოტივაცია, როგორ დააზიანონ ქვეყანა, მშვიდობა. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვხედავდით, იმართებოდა გარედან – პირდაპირ მითითებები კეთდებოდა, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor