• March

    3

    2025
  • 75
  • 0
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნაწილობრივი ზავი დაგვეხმარება, გავიგოთ, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნაწილობრივი ზავი დაგვეხმარება, გავიგოთ, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ნაწილობრივი ზავი, რომელიც გავრცელდება საჰაერო და საზღვაო საბრძოლო მოქმედებებზე და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებზე, თუ ის მიღებული იქნება, საშუალებას მისცემს უკრაინასა და მის მოკავშირეებს, გაიგონ, მოქმედებს თუ არა ვლადიმერ პუტინი კეთილსინდისიერად და მზად არის თუ არა ის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად.

ბარომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გამოდიან შეთავაზებით, უკრაინაში მიმდინარე ომში ერთი თვის ვადით ნაწილობრივი ზავი გამოცხადდეს, რომელიც ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებს არ შეეხება.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება, მზად იყვნენ მოლაპარაკებების განსაახლებლად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor