• March

    3

    2025
  • 50
  • 0
მამუკა მდინარაძე – ევრობიუროკრატიიდან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები ჯერჯერობით მძლავრად არის ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე

მამუკა მდინარაძე – ევრობიუროკრატიიდან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები ჯერჯერობით მძლავრად არის ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე

ყველამ დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს დღეს ამ სიმართლეს, საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საქნციები არაფერს ნიშნავს.

„ეს სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. საერთოდ არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ პირადად მეც ვთქვი და ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ ახლა ევრობიუროკრატიიდან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მძლავრად არის ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც შეიძლება იყოს. უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმაც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა – მით უმეტეს. ყველამ ერთად დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს დღეს ამ სიმართლეს, საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება. ასეთი სანქციები, ვიდრე ეს სიმართლე ასე ბოლომდე ხელისგულზე გამოვიდოდა, მაშინვე არ იყო საქართველოსთვის საშიში, იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის მხარეს აუმჯობესებდა ამ ყველაფრის მიუხედავად. დღეს, მით უმეტეს, აქ არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor